2023 წლის პირველი და მეორე კვარტლის შეჯამება

17.08.2023 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლის შეჯამება

2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს 100%-ით გაუთანაბრდა. კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს საერთრაშორისო აეროპორტები მოემსახურა 2,470,005 მგზავრს, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის იდენტური პერიოდის მონაცემებს და უტოლდება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის ციფრებს.

 

ნახევარი წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1,566,251 მგზავრს, რაც 2022 წელთან მიმართებაში 35%-იანი ზრდაა, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში 84%-ით დაუბრუნდა იდენტური პერიოდის მაჩვენებელს.

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 236,444 მგზავრი. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში აღდგენა შეადგენს 96%-ს. ხოლო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა გადაიყვანა 667,310 მგზავრი, რაც 2022 წელთან მიმართებაში 103%-იანი, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში 8ს%-იანი ზრდაა.

 

მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებშიც. მესტია 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამურად მოემსახურა 5,127 მგზავრს, რაც 60%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის იგივე პერიოდში და 47%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდს. რაც შეეხება ამბროლაურის აეროპორტს, მან მიიღო 841 მგზავრი, რაც 5%-ით ნაკლებია 2022 წლის 6 თვის მონაცემებზე, თუმცა 40%-ით მეტია 2019 წლის მონაცემებზე.

 

ნახევარი წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში განახორციელა 8,556 რეისი, რაც ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში რეიდსების რაოდენობა 29%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაში მაშვენებელი 90%-ით აღდგა.