მგზავრთა მიმოსვლის დინამიკა დეკემბრის თვეში და 2021 წლის შეჯამება

სამოქალაქო ავიაციის სფეროს მთავარ გამოწვევად კვლავ პანდემია რჩება, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით 2021 წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღნიშნულ წელს აფასებს როგორც პირველი პოზიტიური შედეგების მომტან წლად.

2021 წლის განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ: Eurowings, Bees Airline, FlyArystan, Air Arabia Abu Dhabi, Middle East Airlines, Air Manas. ჯამურად დაემატა 16 ახალი მიმართლება და 2021 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მოემსახურა 2,489,435 მგზავრს. 2020 წელთან შედარებით ეს არის 200% ზრდა და ამავდროულად ნიშნავს პანდემიამდე არსებული მგზავრთა ნაკადის 48%-ით დაბრუნებას.

კონკრეტულად 2021 წლის დეკემბრის თვეში კი საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა 258,707 მგზავრი და განხორციელდა 1,444 საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენა.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2021:

მილიონი მგზავრი

2021 წელს შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 7,141 მგზავრს