მიმდინარე წლის იანვრის თვეში მგზავრთა ნაკადი ქვეყნის აეროპორტებში 3%-ით შემცირდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანახმად 2020 წლის იანვრის თვეში საქართველო მოემსახურა 314 ათას მგზავრს, რაც 3%-ით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით. კლება დაფიქსირდა მხოლოდ თბილისის აეროპოტში, ხოლო დანარჩენ აეროპორტებში კი პირიქით, მგზავრთა ნაკადის მატებაა.

2020 წლის იანვარში თბილისის აეროპორტი მოემსახურა 212 ათას მგზავრს, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით. მიზეზი რუსეთთან საჰაერო რეისების შეზღუდვა და კორონავირუსის გამო ჩინეთთან მიმოსვლის შემცირებაა.

ქუთაისის აეროპორტი იანვარში მოემსახურა 80 ათას მგზავრს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ქუთაისი მუდმივად ზრდის დაბალ-ბიუჯეტიან ევროპულ რეისებს.  ზრდა შეინიშნება ბათუმის აეროპორტშიც.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა,

2012 –2020 წლები, 1 თვე: