თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით, ჩვენმა კომპანიამ გამოცდილი
უცხოელი ტრენერის და JIG-ის სერტიფიცირებული ინსპექტორის ხელმძღვანელობით
უზრუნველყო ტექნიკური პერსონალისათვის JIG-ის უახლესი რეგულაციების მიხედვით,
96 საათიანი საავიაციო საწვავის ოპერირების და HSSE სწავლების ჩატარება.
სწავლება მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- ძირითადი უსაფრთხოების მართვის სისტემის (უმს) სწავლება (8 საათი)
- უსაფრთხოების წესები და მიზნები
- Რისკების მართვა
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- უსაფრთხოების ხელშეწყობა
- საბაზისო HSSE ტრენინგი (6 საათი)
- ადამიანური ფაქტორების ტრენინგი (2 საათი)
- საბაზისო სწავლება საავიაციო საკონტროლო ზონის უსაფრთხოებისთვის
- საავიაციო საწვავის ოპერირების ტრენინგი (72 საათი)
- საწვავის სერთიფიკატები და დოკუმენტაცია
- საწვავის მიღების პროცედურები
- საწვავის შენახვის, დამუშავების პროცედურები და ფილტრაცია/ახალი ტექნოლოგიები
- საწვავგამმართველის საწვავით დატვირთვის პროცედურები
- საწვავის სინჯის აღების და ტესტირების პროცედურები
- საწვავგამმართველის და ჰიდრანტის სისტემის მოწყობა და აღჭურვილობის
ტესტირება - ჰიდრანტის სისტემის მოწყობა და ტესტირება
- ბორტთან ოპერირების პროცედურები
- საბუთები
- აეროპორტში საწვავის ოპერირებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა
პრაქტიკული სწავლება და ტექნიკური აღჭურვილობის ტესტირება (16 საათი)
სწავლება მიმდინარეობდა 2023 წლის 6 – 18 ნოემბერს, თბილისში და უძღვებოდა JIG-ის
ინსპექტორი, საავიაციო საწვავის ოპერირების ტრენერი, SMS ექსპერტი და IATA-ს ყოფილი
ხარისხის კონტროლის (IFQP) ინსპექტორი ბატონი გუნერ პეკანი.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფის შეფასებით, სწავლება საინტერესო და ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. ჩვენი კომპანია ყოველთ ვის ცდილობს მიაწოდოს თანამშრომლებს სასარგებლო ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ განვითარებისათვის და თავიანთი პროფესიული მიზნების მისაღწევად.




