მარტის თვის სტატისტიკა და მზადება ზაფხულის სეზონისთვის

საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ  და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი 2019 წლის ნიშნულს. 2022 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა 255,130 ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრი და განხორციელდა 1,541 რეისი.

ამას გარდა, ჯამურად 2022 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 698,994 მგზავრს, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 570%-იანი ზრდაა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, უკვე აქტიურად არის დაწყებული მზადება 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის. ჯამურად იფრენს 34 სხვადასხვა ავიაკომპანია, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით (კვირაში 385-395 სიხშირე).

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022 (3 თვე):

მილიონი მგზავრი

2022 წლის 3 თვის მონაცემებით, შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 2,794 მგზავრს.