მგზავრთა ნაკადი ივნისის თვეში, 2022

2022 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დარეგისტრირდა 1,709,625 საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრი, რაც 190%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კონკრეტულად ივნისში კი, აეროპორტებმა შეასრულეს 1,769 ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი და დაარეგისტრირეს 386,716 მგზავრი.

რაც შეეხება შიდა ფრენებს, ივნისის თვეში მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში დარეგისტრირდა 895 მგზავრი, ხოლო ბოლო 6 თვეში სულ 5,205 მგზავრი, რაც 176%-ით მეტია იმავე პერიოდთან შედარებით.

ამას გარდა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისის თვეში სრულად აღსდგა მგზავრთა ნაკადი და 2019 წლის ნაყოფიერ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა რეისების 21%-იანი ზრდა და მგზავრების 0.02%-იანი  2022 წელი საკმაოდ დამაიმედებელი ჩანს.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022 (6 თვე):

მილიონი მგზავრი