წლის პოზიტიური დასაწყისი

2022 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგით დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, იანვრის თვეში განხორციელდა 1,324 ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი და დაფიქსირდა 231,003 იზიტორი, რაც 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით 1,267%-იანი ზრდაა. ამას გარდა, 38%-ით არის აღდგენილი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი, რომელიც დაფიქსირებული იყო პანდემიამდე, 2019 წლის ამავე პერიოდში.

ამას გარდა, არსებულ არა ერთ საერთაშორისო ავიაკომპანიებს ძალიან მალე დაემატება FLYONE Armenia, რომელიც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას დაიწყებს და ერევანი-თბილისი-ერევანი კვირაში 3-ჯერ შესრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ავიაციის სფეროს მთავარ გამოწვევად კვლავ პანდემია რჩება, სააგენტო ძალიან პოზიტიურად უყურებს 2022 წელს და თვლის, რომ ეტაპობრივად ყველა ფრენა აღსდგება შესაბამისი სიხშირით და ადგილობრივი თუ საერთაშორისო მგზავრების რაოდენობაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022:

მილიონი მგზავრი

2022 წლის იანვარში შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 334 მგზავრს.