პოსტ-პანდემიური პერიოდი, გახსნილი საზღვრები და 2021 წლის მგზავრთა ნაკადი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა 2020 წლის მგზავრების რაოდენობაზე, რაც გამოხატული იყო წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადის 6-ჯერ შემცირებაში, 2021 წელი ბევრად დამაიმედებელი გამოდგა.

ყველა რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდა საზღვრების გახსნა და ეტაპობრივად რეისების აღდგენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყო მგზავრთა ნაკადის აქტიურ ზრდას. 2021 წელს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად ოპერირებას განახორციელებს 45 სხვადასხვა ავიაკომპანია.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2021 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში მოემსახურა 359,906 მგზავრს, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით -49% ვარდნაა. თუმცა, ყველა აღდგენილი ფრენების დახმარებით, სსას წლის ბოლოს ელოდება მგზავრთა რაოდენობის აქტიურ ზრდას.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014-2020 წლები და დამატებით 2021 წლის 5 თვე:

მილიონი მგზავრი

 

2021 წელს (5 თვე) შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 1271 მგზავრს.