ნაყოფიერი ზაფხული და მგზავრთა ნაკადის მნიშნელოვანი ზრდა

2022 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში მოემსახურა 2,252,973 მგზავრს, რაც 128%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან მიმართებაში მგზავრთა ნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, კონკრეტულად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1,517,941 მგზავრს. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 122%-ს შეადგენს, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან მიმართებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 67%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 7 თვის მონაცემებით ის მოემსახურა 422,000 მგზავრს, რაც 478%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად მოემსახურა 231,242 მგზავრს, რაც 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 35%-იანი ზრდაა. ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთა ნაკადის 94%-ი დაიბრუნა.

ჯამურად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა განახორციელა 10,852 საერთაშორისო რეისი, რომელიც აერთიანებს როგორც რეგულარულ რეისებს, ასევე ჩარტერებს. რეისების აღდგენის დინამიკა 2019 წლის პერიოდთან შედარებით 70%-იანია. ასევე, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 46%-ით. საერთო ჯამში, საქართველომ უკვე მოახერხა და პანდემიამდე არსებული საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ი დაიბრუნა.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022 (7 თვე):

მილიონი მგზავრი

2022 წლის 7 თვის მონაცემებით შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 6,640 მგზავრს.