საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობს საჰაერო მიმოსვლის მაქსიმალურად აღდგენაზე. ამ მომენტისთვის, აღდგენილია მიმართულებების 96% (77), ქვეყნების 88% (29), ავიაკომპანიების 105% (39) და სიხშირის 88% (385-405). მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, საქართველოში ფიქსირდება საჰაერო მიმოსვლის დინამიკის ზრდა და ეტაპობრივად უბრუნდება ყველაზე აქტიურ, 2019 წლის ნიშნულს.
აგვისტოს თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 396,350 მგზავრს და განხორციელდა საერთაშორისო და ადგილობრივი 2,128 რეისი. უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში (იანვარი-აგვისტო) დაფიქსირდა 1,387,731 მგზავრი, რაც 85%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2021 (8 თვე):
მილიონი მგზავრი
2021 წელს (8 თვე) შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 4105 მგზავრს.