2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ფრენები 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4,411,733 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2,998,785 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს ზრდაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით კი გადაყვანილ იქნა 796,063 მგზავრი, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან მიმართებაში 182%-იანი ზრდაა. ხოლო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 616,885 მგზავრს და 2021 წელთან შედარებით 20%-იანი ზრდა დააფიქსირა.
მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით 10,279 მგზავრს მოემსახურა, რაც 99%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, ხოლო, ამბროლაურის აეროპორტმა მიიღო 2,999 მგზავრი რაც 4%-იანი ზრდაა.
2022 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 21,430 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 16,290-ს, ხოლო ჩარტერების – 5,140-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022 წლები:
მილიონი მგზავრი

ENG
GEO
RUS