საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით ოქტომბრის თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 280,026 მგზავრს და განხორციელდა საერთაშორისო და ადგილობრივი 1,602 რეისი. ბოლო 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) დაფიქსირდა 2,002,761 საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 141%-იანი ზრდაა.
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით აქტიურად მიმდინარებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, საერთაშორისო რეისების განახლება და ახალი მიმართულებების დამატება, ფრენების სიხშირისა და რაოდენობების გაზრდა. ასევე, 10 ნოემბრიდან დაემატა ადგილობრივი რეისი ქუთაისი-მესტია, რაც შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ძალიან მნიშნელოვანია.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2021 (10 თვე):
მილიონი მგზავრი
2021 წელს (10 თვე) შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 5,657 მგზავრს